"ბარსელონას" ხელმძღვანელი ქურდია - ამბობს კლუბის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა ემილი რუსომ კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა.

"ჩემის აზრით, კლუბის სალაროდან ვიღაცა იპარავს. კომპანია I3 Ventures-ს 1 მილიონი ევრო გადაუხადეს, არადა ასეთი მომსახურების საბაზრო ფასი 100 ათასია.

ამას ვინ აკეთებს? რა თქმა უნდა, ვიღაც ხელმძღვანელობიდან. არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ეჭვი მაქვს...", - განაცხადა რუსომ.

ამა წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონამ" ფული გადაუხადა I3 Ventures-ს იმისათვის, რათა სოციალური ქსელების ექაუნთებიდან პრეზიდენტ ჟოზეპ ბარტომეუს იმიჯი გაეუმჯობესებინა და იმ ადამიანების დისკრედეტაცია მოეხდინა, რომლებიც კლუბთან არიან დაკავშირებულნი.

"ბარსელონამ" რუსოს ბრალდება კატეგორიულად
უარყო.

შეგახსენებთ, "ბარსას" 6 დირექტორი და მათ შორის რუსო კლუბის კრიზისისა და სოციალურ ქსელში ექაუნთების გამო გადადგა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ეგეც ბარსა ბარსა ბარსა ისევ იქ მიდის სადაც მისი ადგილი იყო ადრე სანამ რონალდინიო მივიდოდა ამ ცყეულ კლუბში არასცორები არიან და მასეც მისდით საქმე
18
ვაიმე, გიო ამაშია, ბარსას გამო ცუდათა ნერვიულობისგან, შეტევა აქვს. სასწრაფო გამოვიძახეთ, გიო არ დაგვღუპო ბიჭო არ წახვიდე იქით, საიდანაც არ ბრუნდებიან.
არ დაგვტოვო გიოოოოოოო.
10:18 11-04-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული