"ბარსელონას" ხელმძღვანელი ქურდია - ამბობს კლუბის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა ემილი რუსომ კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა.

"ჩემის აზრით, კლუბის სალაროდან ვიღაცა იპარავს. კომპანია I3 Ventures-ს 1 მილიონი ევრო გადაუხადეს, არადა ასეთი მომსახურების საბაზრო ფასი 100 ათასია.

ამას ვინ აკეთებს? რა თქმა უნდა, ვიღაც ხელმძღვანელობიდან. არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ეჭვი მაქვს...", - განაცხადა რუსომ.

ამა წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონამ" ფული გადაუხადა I3 Ventures-ს იმისათვის, რათა სოციალური ქსელების ექაუნთებიდან პრეზიდენტ ჟოზეპ ბარტომეუს იმიჯი გაეუმჯობესებინა და იმ ადამიანების დისკრედეტაცია მოეხდინა, რომლებიც კლუბთან არიან დაკავშირებულნი.

"ბარსელონამ" რუსოს ბრალდება კატეგორიულად
უარყო.

შეგახსენებთ, "ბარსას" 6 დირექტორი და მათ შორის რუსო კლუბის კრიზისისა და სოციალურ ქსელში ექაუნთების გამო გადადგა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ბართომეუ აუცილებლად ციხეში წავა...თუ გადაურჩა გულშემატკივრებისაგან ჩაქოლვას.
გივი-გია
14:30 11-04-2020
0
ვაიმე, გიო ამაშია, ბარსას გამო ცუდათა ნერვიულობისგან, შეტევა აქვს. სასწრაფო გამოვიძახეთ, გიო არ დაგვღუპო ბიჭო არ წახვიდე იქით, საიდანაც არ ბრუნდებიან.
არ დაგვტოვო გიოოოოოოო.
10:18 11-04-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული