ბარტომეუს ხრიკები - თაღლითობა და მესის დაკნინების მცდელობა

AutoSharing Option
დადასტურდა ის, რაც აქამდე მხოლოდ საეჭვო იყო და კიდევ რამდენი რამ გაცხადდება...

კომპანია Price Waterhouse Coopers-მა (PWC) "ბარსელონას" ფირმა I3 Ventures-თან გარიგების აუდიტი ჩაატარა.

ამა წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ "ბარსა" კომპანია I3 Ventures-ს ფულს იმისათვის უხდიდა, რათა სოციალურ ქსელებში კლუბის პრეზიდენტ ჟოზეპ ბარტომეუს იმიჯის გაუმჯობესებასა და ფეხბურთელების - ლეო მესისა და ჟერარ პიკეს დისკრედიტაციაზე ემუშავა. კერძოდ, ისინი პოსტებში უნდა გაექილიკებინათ.

კატალონიურმა "სპორტმა" ექსკლუზიურად გამოაქვეყნა პირველადი აუდიტის ზოგიერთი დასკვნა:

1. PWC ამტკიცებს, რომ I3 Ventures-ის მიერ შესრულებული სამუშაო თანხაში გადაჭარბებული
იყო, რამეთუ გაცილებით აღემატებოდა საბაზრო ღირებულებას. ციფრული კონსალტინგური კომპანიები ასეთი სამუშაოს შესრულებაში როგორც წესი 120 ათასი ევროდან 150 ათას ევრომდე იღებენ. "ბარსამ" კი 980 ათასი გადაუხადა.

2. I3 Ventures-ს საეჭვო რეპუტაცია აქვს. კომპანია ურუგვაიშია ბაზირებული და გასაკვირია, რომ სწორედ ის აირჩიეს. ეს მიუხედავად იმისა, რომ ესპანური კომპანიები აღნიშნულ სამუშაოს უფრო ხარისხიანად და უფრო დაბალ ფასში შეუსრულებდნენ.

3. დამტკიცებულია, რომ იმისათვის, რათა სპეციალური კომიტეტის წარდგენისათვის თავი აერიდებინათ, თანხა ხუთ ტრანშად დაყვეს. 200-ათასიანი თანხა სპეციალურ კომისიაზე მოწმდება, ამ შემთხვევაში კი თანხები 198 ათასზე ოდნავ მცირედ დაყვეს.

4. "ბარსამ" კონტრაქტები I3 Ventures-თან დაკავშირებულ ხუთ სხვადასხვა კომპანიას გაუფორმა. პუნქტები ისევე როგორც პროექტები იდენტური იყო.

გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, მხოლოდ დროებით შეჩერებულია კორონავირუსის გამო.

შეგახსენებთ, 10 აპრილს პროტესტის ნიშნად "ბარსელონას" ექვსი დირექტორი გადადგა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
აბა შენ მოგმართავ მე პეხბურთი მიყვარს შენზე ალბათ ასე 10 15 ცლით უპროსი ვარ და ნუ მიხსნი რაზე ვინერვიულო და რაზე არა ცვლილებები ყველგან საჭიროა და იგივეა ბარსაშიც თუ კაი გუნდები ერთმანეთს არ შეეჯიბრებიან მაშინ რაარის პეხბურთი მაშინ უყუროთ სიონი კოლხეთის თამაშს ბოდიში ამ გუნდების ბალეშიკებს ან სვარკას უყუროთ რასიტყვი შენ ერთი მოწამლული მაყურებელი ხარ და მგონი ჯობია ისწავლო რამე
1
40 მილიონი ჯამაგირი მაგარი დაკნინებაა თანაც მოედანზე ალთა ბალთა სიარულში.
მესტრუბატორებს ექიმი
22:22 12-04-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული