სეტიენი: გაყიდვა? მასზე დიდ იმედებს ვამყარებ...

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა განაცხადა, რომ მომავალ სეზონში ძალიან ეიმედება 27 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველის, ფელიპე კოუტინიოსი, რომელიც ამჟამად მიუნხენის "ბაიერნშია" განათხოვრებული.

"კოუტინიო ის ფეხბურთელია, რომელიც მე ძალიან მომწონს და ამ ეტაპზე, ის "ბარსელონას" საკუთრებაა. მისი წასვლისათვის კლუბმა კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა ან ის ფული უნდა მიიღოს, რაც "ბარსელონას" დააკმაყოფილებს.

მე სეზონის დასაწყისში მისი დიდი იმედი მაქვს. ვნახოთ, დაველაპარაკები და გავიგებ, თუ თავად ფელიპეს რა გეგმები აქვს", - განაცხადა სეტიენმა.

კოუტინიო 2018 წელს "ლივერპულიდან" "ბარსელონაში" 145 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. კატალონიურ
გრანდში კი 76 შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც 21 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული