ESPN: "ბარსელონაში" დიდი წმენდა დაიწყება - ეს მხოლოდ სამ ფეხბურთელს არ შეეხება

AutoSharing Option
"ბარსელონაში" გრანდიოზული საკადრო ცვლილებები მოხდება

ESPN-ის მტკიცებით, "ბარსელონა" უახლოესი სატრანსფერო ფანჯრისას მზადაა ყველა ფეხბურთელს დაემშვიდობოს, გარდა მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენისა, ნახევარმცველ ფრენკი დე იონგისა და თავდამსხმელ ლეო მესისა.

გამოცემის ცნობით, "ბარსას" ხელმძღვანელებს ესმით, რომ კორონავირუსით გამოწვეული ფინანსური კრიზისისას ტრანსფერების განსახორციელებლად რიგი ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევთ.

კატალონიური კლუბი მარჯვენა მცველისა და ცენტრალური ნახევარმცველის დამატებას, აგრეთვე თავდამსხმელების - ლაუტარო მარტინესის (ინტერი) და ნეიმარის (პსჟ) შეძენას აპირებს.

ამ მიზნების განსახორციელებლად "ბარსელონა" პირველ რიგში ფორვარდ ანტუან გრიზმანის გაყიდვას შეეცდება, რომელმაც იმედები ვერ გაამართლა. ასევე შეიძლება
გუნდი ჟორდი ალბამ, ჟერარ პიკემ და სერხიო ბუსკეტსმა დატოვონ.

მოკლედ, ESPN ირწმუნება, რომ მომავალი სეზონისთვის "ბარსა" სერიოზულად გადახალისდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ასე ერთი ხელის მოსმით მთელი გუნდი რომ გაუშვას ბარსამ, პოზიციებს დათმობს გარკვეული დროით და ალბათ სამეულშიც გაუჭირდება მოხვედრა.
G.LA
10:22 18-04-2020
1
ესეთი სისულელე ჯერ არ წამიკითხია!
barsa
17:18 18-04-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული