"ბარსელონამ" "ევერტონს" კოუტინიოს შეძენა შესთავაზა

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონას" მწვრთნელ კიკე სეტიენს "ბაიერნში" განათხოვრებული ნახევარმცველის, კოუტინიოს დაბრუნება უნდა, კატალონიური კლუბი მის გასხვისებას აპირებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული "ექსპრესი" ავრცელებს.

"ბარასამ" კოუტინიო "ევერტონს" იქით შესთავაზა და ლივერპულური კლუბი დაინტერესდა.

"ბარსელონა" მზადაა ბრაზილიელი იჯარის წესით გაუშვას ან 80 მილიონ ფუნტად გაყიდოს.

ამ სეზონში მან მიუნხენურ გუნდში 32 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული