როსელი: ნეიმარი დასაბრუნებელია, მესი საუკეთესოა, რონალდინიო? - შესაძლოა, მასზე უკეთესი

AutoSharing Option
"ბარსელონას" ექსპრეზიდენტ სანდრო როსელის აზრით, მისმა ყოფილმა კლუბმა თავდამსხმელი ნეიმარი უნდა დაიბრუნოს.

- თქვენ ნეიმარს დაიბრუნებდით?
- დიახ. სპორტული თვალსაზრისით - უეჭველი.

თუმცა, კონტრაქტით გათვალისწინებული მისი ვალდებულებები სპორტულ მიღწევებზე იქნებოდა დამოკიდებული, სოციალურ ასპექტებზე.

- ამისთანა განსაკუთრებული რაა ნეიმარში?
- უნიკალური საფეხბურთო ტალანტი და კომერციულად მიმზიდველი პერსონალური აურა.

- მესის ნეიმარის დაბრუნება რატომ უნდა?
- იმიტომ, რომ მესი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა - ძალიან ჭკვიანია.

ყველა ტურნირის მოსაგებად ლეოს უნდა, გუნდში მსოფლიოს სხვა საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავდეს.

- მესიზე უკეთესი მოთამაში ვინმე იყო?
- არა. თუ მთლიანობაში
შევაფასებთ, ის საუკეთესოა.

თუმცა მეც არაობიექტური ვარ. ორი სეზონის განმავლობაში რონალდინიო ასევე კარგად თამაშობდა ან უკეთაც.

მკითხველის კომენტარები / 8 /
გიო, ნუ უშლი მესიტურბატორებს ნერვებს, ხომ ხედავ ნერვიულობენ რომ მაგათმა ყდს-მ 16 წლის მანძილზე ნაკრებში, 9 მწვრთნელის და 15 სხვადასხვა სასტავის პირობებში რამე მოიგო კი არა პლიოფში ერთი გოლი ვერ გაიტანა და ორი კაცი ზედიზედ ვერ მოატყუა(ეგეც მწვრთნელის ბრალია?), 16 წლის განმავლობაში!!! გაიგეთ?! ეს ძალიან დიდი დროა! შემთხვევითი შეიძლება იყოს? ბარსაშიც კი, ვიდრე გალოთებული რონალდინიო არ წავიდა იქაც მისი ჩრდილიდან ვერ გამოვიდა მესიკუნა
ნიკა
01:35 21-04-2020
10
მაინც ზოგადია ეგ შეფასებები ძმებო,რონალდინიოც მაგარი იყო მსოფლიო მოიგო ბოლო ბოლო, ინიესტაც, კრუიფმა საერთოდ რასაც ჩაუყარა საფუძველი თამაშითაც და მწვრთნელობითაც მოგეხსენებათ და ასე შემ. მარა ლეო მართლა ძაან მაგარია( არ ვარ ბარსას ფანი) ფეხბურთი თუ გიყვარს ასეა ეს,ბევრი იყო მაგასთან მიახლოებულები მაგრამ საუკეთესოა,ერთი კაცი ასე ათრევდეს ძაან ხშირად გუნდს თავის გამ ..ულ მწვრთნელიან პრეზიდენტებიანად და ასე შემ.იშვიათია,გაუმარჯოს ლეოს,რონალდოს, ზიზუს,გამოქლიავებულ ნეიმარსაც,მაგათით გვიხარია ფეხბურთი თუარა აგერ არიან იგუანები,სალახები,ვინისიუსები, სილიბისტროები და ასე შემდეგ, გისურვებთ ჯანმრთელობას და მალე ყველაფრის თავის ადგილზე დაბრუნებას!
Sani
20:00 20-04-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული