რობერტო მარტინესი: აზარი მწყობრში მალე ჩადგება

AutoSharing Option
ბელგიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა "რეალის" ნახევარმცველ ედენ აზარის აღდგენაზე ისაუბრა.

"ვიცი, ედენის აღდგენა გართულებების გარეშე, კარგად მიმდინარეობს. მალე სირბილს დაიწყებს. ოპერაცია წარმატებულად ჩაუტარეს. შიშობდნენ, რომ ოთხი-ხუთი დღის შემდეგ შეიძლებოდა გართულება მოჰყოლოდა, მაგრამ არაფერი ასეთი არ მომხდარა.

დარწმუნებული ვართ, იმაზე უფრო ძლიერი დაბრუნდება, ვიდრე იყო. გაგვიმართლა, რომ ოპერაცია კორონავირუსამდე გაუკეთეს. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მალე ჩადგება მწყობრში", - ციტირებს მარტინესს HLN.

აზარი "რეალმა" გასული წლის ზაფხულში "ჩელსისგან" 100 მილიონ ევროდ შეიძინა, ამ სეზონში კი ესპანეთის პირველობის 10 მატჩში 1 გოლი გაიტანა
და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ღრუტუნა, მიასკდება კიდევ საჭმელს და მერე რა ტანი და ფეხები გაუძლებს მაგის სიმძიმეს.
აბა?
14:20 20-04-2020
1
ეს აზარიც კაი ტლანქი ვინმეა.
ხვიჩა
17:40 20-04-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული