AS-ის ცნობით, პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ კილიან მბაპეს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, თუმცა ფრანგმა მისი გადახედვა მოინდომა და შესაბამის გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს.
ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა: თუ მბაპე უარს იტყვის ახალ კონტრაქტზე, ის გუნდში მოქმედი ხელშეკრულების მიხედვით, 2022 წლამდე დარჩება, ხოლო შემდეგ უკვე უფასოდ წასვლა შეეძლება.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კილიანს მადრიდის "რეალში" სურს თამაში და ამ საკითხზე ესპანელებს უკვე მიმართა.
მიმდინარე სეზონში 21 წლის მბაპემ 33 მატჩში 30 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა.