საფრანგეთისა და ნიდერლანდებისგან განსხვავებით, ესპანეთის პირველობა ვადამდე არ დასრულდება.
AS-ის ცნობით, ლა ლიგის განახლება 5 ან 12 ივნისსაა დაგეგმილი. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად ჩადგებიან გუნდები ფორმაში.
პრიმერას გუნდები ვარჯიშს 4 მაისს დაიწყებენ. ფეხბურთელები კლუბების საწვრთნელ ბაზებზე ინდივიდუალურად ივარჯიშებენ. ბაზაზე ფეხბურთელთა და თანამშრომელთა რაოდენობა შეზღუდული იქნება. 18 მაისიდან ფეხბურთელებს მცირე ჯგუფებით ერთობლივად ვარჯიშის ნებას დართავენ.