ეტო'ო: ჩემმა რჩევამ მესის კარიერა შეცვალა

AutoSharing Option
სამუელ ეტო'ო ერთ-ერთი იყო "ბარსელონას" ფეხბურთელებიდან, რომელიც ლიონელ მესის ძალიან დაეხმარა. კამერუნის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა დიდი ზეგავლენა მოახდინა არგენტინელის პროგრესზე და მას რამდენიმე საჭირო რჩევა მისცა, რომელთა გათვალისწინებითაც მესიმ ფრთები შეისხა.

"ლეომ პირადი საუბრისას აღიარა, რომ ჩემი რჩევის დამსახურებით, რომლის გამხელასაც, ბუნებრივია, არ ვაპირებ, მისი კარიერა შეიცვალა.

ერთხელ თქვა: "სამუელის დამსახურებით ჩემი კარიერა სხვანაირი გახდა". მას გამოსასწორებელი 2-3 რაღაც ჰქონდა, თუმცა ის უდიდესი ნიჭის მფლობელი იყო.

ამაყი ვარ, როცა ვხედავ, რომ ლეომ ისტორია შეცვალა
და ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა და როცა დაასრულებს, მისი გადაწერა ძალიან ძნელი იქნება".

მახაჭყალის "ანჟის" ყოფილმა ფორვარდმა "ლა მასიადან" ძირითად გუნდში გადადგმული მესის პირველი ნაბიჯები გაიხსენა.

"ლეო მიდი-მოდიოდა "ლა მასიადან" ძირითად გუნდში. თუმცა ყველა ვხვდებოდით, რომ ერთ დღესა მესი ის გახდებოდა, ვინც დღეს არის.

ბედნიერი ვარ, რომ ეს მოახერხა. ამასთანავე, დამანახა, რომ მასში არაფერი შეცვლილა, ლეო ისევ ისეთი კარგი ადამიანია, როგორიც გავიცანი", - უთხრა ეტო'ომ DAZN-ს.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
მახაჩკალის ანჟის ყოფილმა ფორვარდმა :D ჯობდა ზანგმა ფორვარდმა დაგეწერა მაგია დაწერას, ნაკლებად რასისტი გამოჩნდებოდი
Emre
21:21 29-04-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული