მადრიდის "რეალი" ერთდროულად 5 ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს

AutoSharing Option
ესპანური As-ის ცნობით, აღნიშნული სეზონის დასრულების შემდეგ მადრიდის "რეალი" ერთდროულად, მინიმუმ 5 ფეხბურთელთან დამშვიდობებას აპირებს.

თუმცა, კლუბს აღნიშნული 5 ფეხბურთელის სანაცვლოდ საკმაოდ თანხის მიღებას ელოდება, რაც სატრანსფერო ბაზარზე ახალი მოთამაშეების შეძენის საშუალებას მისცემს.

მადრიდელები ტრანსფერზე დააყენებენ ხამეს როდრიგესს, გარეთ ბეილს, ლუკას ვასკესსა და მარიანო დიასს. ასევე, კლუბი მზადაა ნაჩოს თაობაზეც განიხილოს წინადადებები.

ასევე, "ბლანკოსის" ხელმძღვანელობა მადრიდელ ვეტერანებს - მარსელოსა და ლუკა მოდრიჩს შესთავაზებს თავად გადაწყვიტონ, სად განაგრძობენ კარიერას.

მოსალოდნელია, რომ "სამეფო კლუბს" იჯარიდან მარტინ ედეგორი და აშრაფ ჰაკიმი დაუბრუნდებიან. ასევე,
შესაძლოა, ძირითად გუნდში შანსები დანი სებალიოსმა, სერხიო რეგულონმა და ტაკეფუსა კუბომ მიიღონ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მძორი ბენზემაც მიაყოლეთ.
madridista
11:56 03-05-2020
4

სიახლეები პოპულარული