"რეალი" სერხიო რამოსთან და მოდრიჩთან კონტრაქტების გაგრძელებას არ ჩქარობს

AutoSharing Option
ზაფხულში "რეალი" 5 ფეხბურთელთან აპირებს მოლაპარაკებას, რომლებსაც ხელშეკრულებები 2021 წლის ზაფხულში უმთავრდებათ - კაზემირო, სერხიო რამოსი, ლუკა მოდრიჩი, ლუკას ვასკესი და ხამეს როდრიგესი.

"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, პრიორიტეტული კაზემიროსთან ხანგრძლივვადიანი კონტრაქტის გაფორმებაა, სერხიო რამოსისა და მოდრიჩის მომავალი კი გაურკვეველია. "სამეფო კლუბში" დანერგილი ტრადიციის თანახმად, მათ, როგორც ვეტერანებს, თანამშრომლობის მხოლოდ ერთი სეზონით გაგრძელებას შესთავაზებენ.

ხამესს ზაფხულში უეჭველი გაყიდიან, ხოლო ვასკესის მომავალი ტრანსფერებზე იქნება დამოკიდებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული