ლაპორტა "ბარსელონას" პრეზიდენტობას და გვარდიოლას დაბრუნებას გეგმავს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ექსპრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ თავის კანდიდატურას კატალონიური კლუბის პრეზიდენტის მომავალ არჩევნებში წამოაყენებს.

მან თქვა, რომ აღფრთოვანებულია "ბარსას" სათავეში კვლავ ჩადგომის შესაძლებლობით, 2021 წლის არჩევნებისთვის დოკუმენტებს ამზადებს და უნდა გუნდში პეპ გვარდიოლა დააბრუნოს, რომელიც ამჟამად "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელია.

"გვარდიოლას დაბრუნება ძალიან მინდა, მაგრამ ახლა "სიტიშია" და გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. პეპი "ბარსასთვის" ეტალონია და კატალონიელებს სურთ, ჩვენი გუნდის თავკაცი გახდეს", - ბრძანა ლაპორტამ TV3-ის ეთერში.

ლაპორტა "ბარსელონას" პრეზიდენტი 2003-10 წლებში იყო, გვარდიოლა კი 2008 წელს დანიშნეს გუნდის მწვრთნელად.

altლაპორტა

"ბარსელონას" პრეზიდენტის სავარძელში დაბრუნებას და კლუბის ფინანსური კრიზისიდან გამოყვანას აპირებს

altხუან ლაპორტა: "ბარსას" ხელმძღვანელობის მაფიოზური მეთოდები შემაძრწუნებელია

alt"ბარსელონა" სკანდალის პირას: პრეზიდენტი "ბოტებს" მესის წინააღმდეგ იყენებდა, ლაპორტა ყველას გადადგომას ითხოვს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული