ლიონელ მესი გაოცებულია: ის უბრალოდ სრულყოფილი ფეხბურთელია

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ფორვარდი ლიონელ მესი მილანის "ინტერისა" და არგენტინის ეროვნული ნაკრების შემტევზე, ლაუტარო მარტინესზე საუბრობს.

"არ ვიცი, მიმდინარეობს თუ არა ამჟამად ლაუტაროსთან მოლაპარაკებები. წარმოდგენა არ მაქვს. მგონი, ეს ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, ლაუტარო გასაოცარი თავდამსხმელია და მისი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ის სრულყოფილია: ფიზიკურად ძლიერია, ფლობს კარგ დრიბლინგს, ორიენტირებულია მოწინააღმდეგის კარებზე და კარგად ინარჩუნებს ბურთს. მაგრამ ვნახოთ, რა იქნება. ლაუტაროსთან ერთად სხვა ფეხბურთელების სახელებიც ფიგურირებს პრესაში." - ციტირებს მესის sport.es-ი.

ადრე ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონა" აქტიურად მუშაობს ლაუტაროს ტრანსფერზე და
მზად არის, თავისი რამდენიმე ფეხბურთელიც კი დათმოს არგენტინელის სანაცვლოდ.

მიმდინარე სეზონში მარტინესმა 22 მატჩში 11 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
Lautaros arvici ra mogaxsenot magram ai jeidon sancho martlac ishviati nichis mqone fexburtelia
Milani
16 მაისი 2020 15:25
1
კორბენ დალასი ხარ თუ ვინც ხარ, პირი გამოირეცხე პატრიარქზე ლაპარაკისას.
გელა
16 მაისი 2020 08:30
3
როგორც პატრიარქის შემყურე საქართველოს არ ეშველება არაფერი, ისევე არ ეშველება მესიზე ჩამოკონწიალებულ არგენტინის ნაკრებსაც. ლაუტაროს მსგავსები (და უკეთესებიც) ბევრი ჰყავდა "ალბისელესტეს" ბოლო 10-12 წლის მანძილზე, მაგრამ ცითმოვლენილი ლეოს სასწაულებს ელოდნენ სულ და გუნდურობაზე არც უფიქრიათ, იშვიათი გამონაკლისების გარდა.
korben dallas
15 მაისი 2020 17:27
28
შენი თამაშის შემყურე, კიდევ ვინმემ როგორ უნდა გამაოცოს?
10
15 მაისი 2020 15:26
5
კაი რა ლეო, ერთადერთი ვიზეც უნდა იყო გაოცებული, ეს არის ლეო მესი!
kaxa
15 მაისი 2020 14:53
7

სიახლეები პოპულარული