"ბარსელონას" კაპიტანმა ლეო მესიმ კორონავირუსის გამო ფეხბურთში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.
"პირადად მე ტურნირების განახლებას მოუთმენლად ველი. ვიცით, მაყურებლების გარეშე თამაში უჩვეულო იქნება. ამის გამოცდილება მაქვს და უცნაურად მომეჩვენა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
დაინფიცირების რისკი ყველგან არსებობს. სახლიდან გასვლაც სარისკოა. ამიტომ ამაზე ფიქრი საჭირო არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში გარეთ გასვლა არ მოგინდება.
ჩვენ გვესმის, რომ უსაფრთხოების ზომების დაცვა აუცილებელია. ვარჯიშების განახლება პირველი ნაბიჯია, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ. სიფრთხილე გვმართებს".