ედმილსონმა ახსნა, თუ რატომაა მესი დიადი ფეხბურთელი

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა ედმილსონმა ამავე გუნდის ამჟამინდელი კაპიტანი ლეო მესი დაახასიათა.

"უკვე მაშინ ვხედავდი, რომ მესი სხვებისგან გამორჩეული იყო. სულიერად ძალიან ძლიერი ბიჭი გახლდათ. ასეთი თვისებების მატარებელი ბევრი მოთამაშე არ მინახავს. როდესაც გუნდში პირველად მოვედი, ვარჯიშზე 17 წლის ძალიან ტექნიკური ბიჭუნა ვნახე.

მესის ხშირად ადარებენ სხვა დიდ ფეხბურთელებს. ყველა თაობას თავისი გმირი ჰყავს, მაგრამ ამდენი ხანი ასეთ მაღალ დონეზე ბევრს არ უთამაშია... სწორედ ამას აქვს მნიშვნელობა.

ლეო ამ დონეზე, პელეს მსგავსად, 10 წელია თამაშობს. სხვები კი, მარადონა და მისი მსგავსები
- 3-4 წელი. აი, რაშია სხვაობა", - განუმარტა მესის სიდიადე ედმილსონმა კატალონიურ "სპორტს".

მკითხველის კომენტარები / 4 /
Mesi da ronaldum fexburti axal simagleebze aiyvanes. Aravis arytamashia amdeni celi ese stabilurad fexburti. Vin mogcons da vin ara arafer shuashia aq, es ubralod faqtia
Milani
20:13 29-05-2020
0
"ლეო ამ დონეზე, პელეს მსგავსად, 10 წელია თამაშობს" - კი, ბარსაში უკვე 16 წელია მაგრად თამასობს, მაგრამ...ნაკრებ(ებშ)ი უკვე 16 წელია საერთოდ ვერაფერი თამაში ვერ აჩვენა. ტიტულებზე (და გოლებზეც კი - პლაიოფში 0 გოლი) არ არის საუბარი: თამაშს ვერ აჩვენებს, ორი კაცის ზედიზედ მოტყუება უჭირს. აი რაშია სხვაობა -თუ ვარსკვლავი ხარ ყველგან ვარსკვლავი უნდა იყო.
Nicholas
13:05 20-05-2020
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული