კატალონიის "ბარსელონას" ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი კომენტარს აკეთებს მილანის "ინტერის" შემტევის, ლაუტარო მარტინესის "ბარსელონაში" შესაძლო ტრანსფერზე.
"თუ მე ვიქნებოდი ლაუტაროს ადგილზე, არ გამოვიცვლიდი გუნდს. მესმის მისი. ისიც მესმის, რამდენად რთულია წასვლა-დარჩენაზე გადაწყვეტილების მიღება. თუ მას ლეო დაურეკავს, შედარებით შეუმსუბუქებს საქმეს. მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ბიჭზე, რომელიც ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და ბევრი დრო აქვს. მინდა ლაუტაროს რჩევა მივცე: დარჩი "ინტერში". - ციტირებს ლუისს Goal.com