პეპე რეინამ კარანტინის საწინააღმდეგო აქციას დაუჭირა მხარი

AutoSharing Option
"მილანიდან" "ასტონ ვილაში განათხოვრებულმა მეკარე პეპე რეინამ ესპანეთში ჩატარებულ კარანტინის საწინააღმდეგო აქციას დაუჭირა მხარი, რომლის ორგანიზატორი ულტრამემარჯვენე პარტია Vox-ი იყო.

"ეტყობა, ხალხი ქუჩაში გამოვიდა, ასე არ არის?", - წერს რეინა "ტვიტერზე".

23 მაისს, ესპანეთის ქალაქებში ავტომობილებით მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა. მისი მონაწილეები კარანტიტის გაუქმებას და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის გადაყენებას მოითხოვდნენ.

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინი ესპანეთის ეკონომიკას დიდ ზიანს მიაყენებს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული