Marca-ს ინფორმაციით, ბრაზილიელი ნეიმარი კატალონიის "ბარსელონას" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მთავარი პრიორიტეტი აღარ არის.
აღსანიშნავია, რომ კატალონიური გუნდის ადმინისტრაცია მთელი ძალებით ცდილობდა, ბრაზილიელი "ბარსელონაში" დაებრუნებინათ, თუმცა ახლა ისინი ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთნენ. მათ შორისაა ლაუტარო მარტინესი, რომლის "ბარსაში" გადმოსვლის შანსები დღითი დღე იზრდება.
ადრე "რეალისა" და მილანის "ინტერის" ყოფილმა თავდამსხმელმა ივან სამორანომ განაცხადა, რომ კატალონიელებს ლაუტაროს შესაძენი ფინანსები არ ექნებოდათ.
ბრაზილიის ექსფეხბურთელი: როგორ უნდა გახდეს ნეიმარი საუკეთესო, თუკი პსჟ-ში ითამაშებს?
ნუთუ ეს შესაძლებელია - ნეიმარი "იუვენტუსში" რონალდოსთან ტანდემში?