გარეთ ბეილმა თავისი ფეხი 100 მილიონად დააზღვია

AutoSharing Option
უდარდელას სათავისოდ არაფერი არ ეშლება

ფეხბურთელის მთავარი "ინსტრუმენტი" ფეხებია და ძალიან უნდა გაუფრთხილდეს, მით უმეტეს თუ ფეხები მყიფე აქვს. სწორედ ამიტომ "რეალის" შემტევმა გარეთ ბეილმა მარცხენა ფეხი დააზღვია. ეს ამბავი უელსელმა ერიკ ლანჟის შოუში გაახმოვანა.

საბუქმეკერო კანტორა William Hill-მა გამოითვალა, რომ ბეილმა ფეხი თითქმის 100 მილიონ ფუნტად დააზღვია და იმდენივე ღირს, რამდენიც მსახიობ ჯულია რობერტსის ღიმილი და მომღერალ კაილი მინოუგის "მეხუთე წერტილი".

"თუ ბეილის შეძენა მოისურვეთ, უნდა გესმოდეთ, რომ რონალდოს 2/3 ეღირება", - განაცხადა William Hill-ის პრესმდივანმა.

ფრიად სერიოზული ინვესტიციაა,
უნდა ითქვას.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული