ნეიმარმა თანაგუნდელებს უთხრა, რომ "ბარსელონაში" უნდა დაბრუნება

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელ ნეიმარს "ბარსელონაში" უნდა დაბრუნება, - იტყობინება "მუნდო დეპორტივო".

გამოცემის მტკიცებით, ბრაზილიელმა თანაგუნდელებთან საუბარში გუნდის გამოცვლის სურვილი არ დამალა.

"ასეა თუ ისე, მე "ბარსაში" წასვლა მინდა", - განუცხადა ბრაზილიელმა "პარი სენ ჟერმენის" ფეხბურთელებს.

მაისში ნეიმარმა ხელფასის შემცირებაზე უარი თქვა. მისი ყოველთვიური გასამრჯელო 3 მილიონი ევროა და კლუბის ხელმძღვანელებმა ეს "ბარსელონაში" გადასვლის მორიგ მცდელობად აღიქვეს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" მის შეძენას ვერ მოახერხებს, რამეთუ პარიზული კლუბის მიერ ტრანსფერში მოთხოვნილი 157 მილიონის გადახდის საშუალება არა აქვს.

ამ სეზონში 28 წლის
ნეიმარმა ყველა ტურნირზე 22 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამან ხომ ტვინი მოხნა უკვე რა? აქეთ ეს, იქით ამის დედის და მამინაცვალის "ვნებანი" მაგარ გართობაში ვართ.
??????
08:14 09-06-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული