17 წლის ბიჭმა მესისთან შეირბინა და 2 ათასით დააჯარიმეს - მისი დედა შეწყალებას ითხოვს

AutoSharing Option
17 წლის ბიჭს, რომელმაც "მალიორკასა" და "ბარსელონას" მატჩისას მოედანზე შეირბინა, პრობლემები შეექმნა. კორონავირუსის გამო ესპანეთში შეხვედრები მაყურებლების გარეშე ტარდება, ის კი ორმეტრიან ღობეზე გადაძვრა და უპრობლემოდ შევიდა მოედანზე.

ახლა მას მინიმუმ 2 ათასი ევროთი დააჯარიმებენ, მაგრამ არასრულწლოვანი და უმუშევარია და ჯარიმის გადახდა მის დედას, თეია მარია ნიპეს მოუწევს, რომელიც ამბობს, რომ 3 შვილს მარტო ზრდის, ამხელა თანხის გადახდა არ შეუძლია და თუ საჭირო გახდა, ფულის საშოვნელად "ბოროტმოქმედი" მთელი ზაფხული იმუშავებს.

Sportall.Ge

ფანის დედამ ლა ლიგის ხელმძღვანელობას, რომელმაც ბიჭს სასამართლოში უჩივლა, შეწყალება
სთხოვა.

ფანი მოედანზე ლეო მესისთან სურათის გადასაღებად შევიდა, ეს ვერ მოახერხა, სელფი ჟორდი ალბასთან გადაიღო და სტიუარდებმა ისიც წაუშალეს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ცოდოა თვითონაც და დედაც მაგრამ 17 წლის კაცი რა ღობეებზე დაძვრები, მიტუმეტეს ვიღაცის ფანობის გამო. 17 წლისაა 7 წლის ბავვის აზროვნებით და დედამისია ცოდოა. 2000 ევრო ესპანეთშიც დიდი ფულია. ესე არ ასხია ხეს რომ ადვილად გადაიხადოს
17 წლის
19:51 17-06-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული