17 წლის ბიჭს, რომელმაც "მალიორკასა" და "ბარსელონას" მატჩისას მოედანზე შეირბინა, პრობლემები შეექმნა. კორონავირუსის გამო ესპანეთში შეხვედრები მაყურებლების გარეშე ტარდება, ის კი ორმეტრიან ღობეზე გადაძვრა და უპრობლემოდ შევიდა მოედანზე.
ახლა მას მინიმუმ 2 ათასი ევროთი დააჯარიმებენ, მაგრამ არასრულწლოვანი და უმუშევარია და ჯარიმის გადახდა მის დედას, თეია მარია ნიპეს მოუწევს, რომელიც ამბობს, რომ 3 შვილს მარტო ზრდის, ამხელა თანხის გადახდა არ შეუძლია და თუ საჭირო გახდა, ფულის საშოვნელად "ბოროტმოქმედი" მთელი ზაფხული იმუშავებს.
ფანის დედამ ლა ლიგის ხელმძღვანელობას, რომელმაც ბიჭს სასამართლოში უჩივლა, შეწყალება
სთხოვა.
ფანი მოედანზე ლეო მესისთან სურათის გადასაღებად შევიდა, ეს ვერ მოახერხა, სელფი ჟორდი ალბასთან გადაიღო და სტიუარდებმა ისიც წაუშალეს.