სეტიენი: ჯერ კარგად ვერ ვმუშაობთ ბურთით - რაღაც არ გვყოფნიდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მწვრთნელმა კიკე სეტიენმა "ლეგანესთან" ლა ლიგაზე მოგებული საშინაო მატჩი (2:0) შეაფასა.

"ვიცოდი, ადვილი შეხვედრა არ იქნებოდა. თუ თავიდან ვერ გაიტან, შემდეგ ყველაფერი რთულდება. ასეც მოხდა. კარგად დავიწყეთ, მაგრამ მეტოქეს შანსი მივეცით. ეს თასზეც მოხდა და მაშინ გაგვიტანეს. ბოლო 20 წუთი ბურთს ვაკონტროლებდით, მოწინააღმდეგე კი უკან ჩაიკეტა და თავს იცავდა. თავისუფალი სივრცის მოძებნა რთული იყო. თანაც, ჯერ კიდევ კარგად ვერ ვმუშაობთ ბურთით.

ცვლილებებში ცოტა გაურკვევლობა გვაქვს. ცდილობ, თამაში კარგად მართო, ელოდები, რა და როგორ მოხდება და შემდეგ განახორციელო ცვლილებები. კარგად
ორგანიზებული გუნდის დაცვის გასარღვევად ჩვენ რაღაც არ გვყოფნიდა, ხოლო, როდესაც ბურთით სათანადოდ არ მოქმედებ, მეტი ძალისხმევის გაღება გჭირდება. ისინი დიდი ძალებით იცავდნენ თავს, ენერგიას ზოგავდნენ და კონტრშეტევებზე პრობლემებს გვიქმნიდნენ.

გრიზმანი? კარში ჩამდგარ გუნდთან თავდამსხმელებს თამაში უჭირთ. მას რაღაც-რაღაცები გამოსდიოდა. მუშაობს, რის გამოც შეიძლება შევაქო. დღეს გაიტანა, მაგრამ გოლი გაუუქმეს.

შესაძლოა, როდესაც ბურთით უკეთ ვითამაშებთ, მეტის გაკეთება შეგვეძლება", - ციტირებს სეტიენს "მარკა".

altმესის 699-ე გოლი - "ბარსამ" მოიგო და "რეალს" 5 ქულით გაექცა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბარსელონას ყველაზე ნაკლებად მწვრთნელის ხელი ეტყობა.უფრო სწორად,საერთოდ არ ეტყობა
სოსო
13:49 17-06-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული