"ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელი უკურნებელი სენითაა დაავადებული

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილ მწვრთნელს, 53 წლის ხუან კარლოს უნსუეს ლუ გერიგის დაავადება, ანუ ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი დაუდგინეს, რომელიც ადამიანს მოძრაობის უნარს უკარგავს და მას სრულიად უმწეოს ხდის.

ეს დაავადება კუნთების პარალიზებასა და ატროფიას იწვევს. გასულ წელს ამ დაავადებით გარდაიცვალა ნიდერლანდელი ფეხბურთელი ფერნანდო რიკსენი.

უნსუე მეკარე იყო, "მწვრთნელად კი "ნუმანსიაში", "რასინგში", "სელტაში", "ჟირონასა" და "ბარსელონაში" მუშაობდა.

"ვალენსიასთან" მატჩის წინ "რეალმა" მის მხარდასაჭერად მაისურა გაიტანა, რომელზეც ეწერა - "უნსუე, ჩვენ შენთან ვართ". მაისურა გუნდების კაპიტნებს, სერხიო რამოსსა და დანი პარეხოს ეჭირათ.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული