სეტიენი: ვიცოდით, რომ ყველა თამაშს ვერ მოვიგებდით

AutoSharing Option
გუშინ, 19 ივნისს კატალონიის "ბარსელონამ" და "სევილიამ 0:0 ითამაშეს. მატჩის შემდეგ "ბარსელონას" მწვრთნელმა კიკე სეტიენმა მატჩი შეაჯამა.

"პიკეს სიტუაცია მესმის, ეს სავსებით ლოგიკურია. ყველანი ნაწყნი ვართ, თან იმის გათვალისწინებით, რომ პირველ ტაიმში კარგად გამოვიყურებოდით. ჟერარი ახლა ნეგატიური ფიქრებითაა შეპყრობილი, მაგრამ ხვალ ის სხვანაირად იაზროვნებს.

არ მგონია, რომ "რეალი" ყველა დანარჩენ მატჩს მოიგებს. ამ მომენტში სიტუაცია ჩვენზე არაა დამოკიდებული, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ყველაფერი შეიცვალოს.

თავიდავნე ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა ყველა მატჩის მოგება. რთული კი არა, ეს პრაქტიკულად შეუძლებელია." - ციტირებს
სეტიენს Marca.

30 ტურის შემდეგ, "ბარსელონა" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 65 ქულით პირველ ადგილზეა. "რეალი" მეორე ადგილს 62 ქულით იკავებს, თუმცა მათ 30-ე ტურის მატჩი 21 ივნისს, სტუმრად "რეალ სოსიადედს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მე კი ის ვიცი, რომ შენ არ უნდა მუშაობდე ამ გუნდში.
დამეთანხმება ბარსას ფანობა.
Barca-ს გულშემატკივარი
11:47 20-06-2020
0
რეალი რას იზავს კი იცი კიკე მარა ერთსაც ხომარ წააგებდი კიდევ!?მერე უფრო კარგად მიხვდები რაღაცეებს!რა ქნას,რა საქმეც იცის იქ არ ამუშავებენ და ბარსაში ვერ ქაჩავს რა!
ennio morikone
20:13 20-06-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული