Sky Sports-ის ცნობით, "იუვენტუსი" "ბარსელონას" ნახევარმცველ არტურის ტრანსფერზე მოურიგდა.
გამოცემის მტკიცებით, "იუვე" არტურს 80 მილიონ ევროდ შეიძენს.
"იუვენტუსი" თავად ფეხბურთელს სეზონურ გასამრჯელოდ 5 მილიონს სთავაზობს. ცნობისათვის, მისი ამჟამინდელი ანაზღაურება 3.2 მილიონია.
როგორც ამტკიცებენ, "ბებერი ქალბატონის" მწვრთნელი მაურიციო სარი გუნდის არტურის გარშემო აშენებას აპირებს.
მხარეები ტრანსფერის დასრულებას 30 ივნისამდე აპირებენ, თუმცა თავად არტურს გუნდის გამოცვლა არ სურს.

არტურმა ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატის 19 მატჩში 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.
თავის მხრივ, "ბარსას" "იუვენტუსის" ნახევარმცველ მირალემ პიანიჩის ყიდვა უნდა, რომელსაც ტურინული
კლუბი 70 მილიონად აფასებს.