ყოფილმა მსაჯმა ხუან ანდუხარ ოლივერმა კომენტარი გააკეთა საჯარიმოს დანიშვნაზე, რომლიდანაც "სელტამ" "ბარსელონას" გოლი გაუტანა და მატჩი 2:2 დასრულდა.
ჟერარ პიკემ ვარდნა განახორციელა, რის შემდეგაც რაფინია წაიქცა. მსაჯმა გილერმო კუადრა ფერნანდესმა მიიჩნია, რომ პიკემ თამაშის წესი დაარღვია და საჯარიმო დანიშნა, რომლიდანაც იაგო ასპასმა გოლი გაიტანა.
"პიკე რაფინიას შესაჩერებლად გაზონზე ეცემა, მაგრამ იქ არავითარ შემთხვევაში არ იყო საკმარისი კონტაქტი, რათა ჯარიმა დანიშნულიყო.
"სელტას" ფეხბურთელი ეცემა მიწაზე, არბიტრი კი თვლის, რომ პიკემ წესი დაარღვია და შეცდომას უშვებს", - განუმარტა ეპიზოდი ანდუხარ ოლივერმა "მარკას".