არგენტინის ნაკრების ყოფილმა მეკარე უგო გატიმ მკაცრად გააკრიტიკა "ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესი და განაცხადა, რომ მის მიმართ მკაცრ ზომებს გაატარებდა.
"მესი რელსებიდანაა ამოვარდნილი, რადგან შიგნიდან გრძნობს, რომ ის ისეთივე მესი აღარაა, როგორიც იყო.
საქმე მის გარემოცვაში არაა, რადგან ის "ბარსელონაში" ყოველთვის მარტო თამაშობდა.
სეტიენის ადგილას მას სათადარიგოთა სკამზე დავტოვებდი", - განაცხადა ლეგენდარულმა მეკარემ.
მომზადებულია DonDiario-ს მიხედვით