სამუელ უმტიტიმ მორიგი ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფრანგი მცველი სამუელ უმტიტი ისევ ტრავმირებულია.

"ბარსას" საიტის ცნობით, უმტიტის მარცხენა მუხლის პრობლემა აქვს, თუმცა ოპერაციის გაკეთებას ჯერჯერობით არ აპირებს და უნდა სამკურნალოდ კონსერვატული მეთოდები გამოიყენოს.

მან ამ სეზონში 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ტრავმის შემდეგ კი გუნდთან ერთად ვარჯიში ერთი თვის წინ დაიწყო.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უმტიტის სამსახურით "ინტერია" დაინტერესებული და "ბარსა" მზადაა 30 მილიონ ევროდ გაყიდოს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული