კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა, "ვილიარეალის" 4:1 განადგურების შემდეგ მატჩი შეაჯამა.
"მე თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, ანგარიში უფრო დიდიც შეიძლებოდა. ისე უნდა გავაგრძელოთ თამაში, როგორც დღეს ვაკეთებდით: ვუმკლავდებოდით პრესინგს და ეფექტურად ვმოქმედებდით.
შესაძლოა, ჩვენ მოწინააღმდეგე გავაოცეთ. სუარესის, მესისა და გრიზმანის თანწყობით ბევრ წარმატებას მივაღწიეთ.
გრიზმანმა ულამაზესი გოლი გაიტანა. ასეთი გოლები ფეხბურთელებს თავდაჯერებას მატებს. ჩვენ რაღაც შევცვალეთ და ანტუანმა მოედანზე თავი იპოვა. ის აქტიური იყო და მესის კარგად შეეწყო", - ციტირებს სპეციალისტს Mundo Deportivo.