ლიონელ მესიმ ესპანეთის ფეხბურთის ისტორიაში უნიკალური შედეგი დააფიქსირა!

AutoSharing Option
ლა ლიგის 36-ე ტურში "ბარსელონამ" "ვალიადოლიდი" არტურო ვიდალის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხა, გადაცემა კი ჩილელს ლიონელ მესიმ გაუკეთა, რომელიც პრიმერა დივიზიონის ისტორიაში კიდევ ერთი უნიკალური მიღწევით შევიდა.

გარდა იმისა, რომ 20 საგოლე გადაცემით ლეომ ხავის რეკორდი გაიმეორა, ის გახდა პირველი ფეხბურთელი ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში, რომელმაც ერთ სეზონში 20 და მეტ გატანილ გოლთან ერთად 20 და მეტი საგოლე გადაცემა გააკთა.

ბომბარდირთა დავას არგენტინელი ვარსკვლავი 22 გოლით დამაჯერებლად ლიდერობს უახლოეს მდევარ ქარიმ ბენზემას 4 ზუსტი დარტყმით უსწრებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ლეო მესი! ჩემი ნება, რომ იყოს შენთვის არ დავიშურებდი, კიდევ რამოდენიმე ოქროს ბურთებს. როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის ხარ სამაგალითო.
ნონა
14:39 12-07-2020
2
რა ვქნა ძალიან მიყვარს ეს ფეხბურთელი.
barsa
14:33 12-07-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული