"რეალი" 34-ედ გახდა ჩემპიონი - "ბარსელონამ" თავი შეირცხვინა [VIDEO]

AutoSharing Option
ლა ლიგის ბოლოსწინა, 37-ე ტურში "რეალმა" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა "ვილიარეალი" და ოქროს მედლებს ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე დაეუფლა.

ჩემპიონობა პირველმა "რეალს" "ბარსელონამ" მიულოცა

ვერ ვიტყვით, რომ "სამეფო გუნდი" შთამბეჭდავად თამაშობდა, მაგრამ მისი კლასი მუდამ იგრძნობოდა, ძალიან სტაბილური გახლდათ და სეზონის რესტარტის შემდეგ ათივე მატჩში გამარჯვება იზეიმა.

საინტერესო მომენტი მოხდა მეორე ტაიმში, როდესაც სერხიო რამოსმა თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, ბურთი ბენზემას გაუთამაშა და მან გაიტანა, მაგრამ საჯარიმოში ადრე შეირბინა და მსაჯმა პენალტი ხელახლა დაარტყმევინა. ამჯერად თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან ბენზემა მივიდა და დუბლი
შეასრულა. მან ამ სეზონში ჩემპიონატზე 21 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირ მესის 2 გოლით ჩამორჩება.

"ბლანკოსს" უკანასკნელ 5 მატჩში მსაჯებმა 4 პენალტი დაუნიშნეს.

მადრიდულმა გუნდმა 91-ე ტროფეი მოიგო და "ბარსელონას" დაეწია - 11 მათგანი ზიდანის ხელმძღვანელობით მოიგო.

რეალი - ვილიარეალი 2:1
გოლები: 1:0 ბენზემა (29), 2:0 ბენზემა (78, პენ), 2:1 იბორა (83)

"ბარსელონა" კი სახლში მოულოდნელად დამარცხდა "ოსასუნასთან", რომელიც შეცვლაზე შესული გალიეგოს პირდაპირი წითელი ბარათით გაძევების გამო 75-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა.

მესიმ პრიმერას მიმდინარე გათამაშებაზე საჯარიმოდან მეხუთედ გაიტანა გოლი და ამ მაჩვენებლით ტოპ 5 ჩემპიონატის ლიდერია. მან ამ სეზონში თავისი გუნდის მიერ ყველა ტურნირზე 48 შეხვედრაში გატანილი 100 გოლიდან 51-ში მიიღო მონაწილეობა - 28 გოლი და 23 საგოლე გადაცემა.

"ბარსა" სახლში უკანასკნელად 2018 წლის ნოემბერში დამარცხდა - "ბეტისთან", რომელსაც მაშინ სეტიენი ედგა სათავეში.

ბარსელონა - ოსასუნა 1:2
გოლები: 0:1 არნაისი (16), 1:1 მესი (62), 1:2 რობერტო ტორესი (90+4)
გაძევება: გალიეგო (75)

alt"რეალმა" გულშემატკივრებს მოუწოდა, ჩემპიონობა ცენტრალურ მოედანზე არ იზეიმონ
მკითხველის კომენტარები / 17 /
ტროფეი რა არის ავტორო? ან სადაური სიტყვაა ან რომელი ლექსიკონიდანაა, თუნდაც ინტერნეტ ლექსიკონიდან?
Zaza
22 ივლისი 2020 20:40
0
სისულელეა VAR - ზე და მსაჯებზე საუბარი, ობიექტური გულშემატკივარი ვარ და ვერავინ იტყვის რომ ბარსა ამ სეზონში რეალზე უკეთესი ან ძლიერი იყო რამით. ეკუთვნოდა რეალს და გახდა კიდეც ჩემპიონი. ზოგიერთი ბარსელონას გულშემატკივარი სიმართლეს თუ შეხედავს და ურთიერთშეხვედრებსაც გაიხსენებს სადაც რეალმა აშკარად ორივე თამაშში დაჩაგრა კატალონიელები, მიხვდება რომ ამ მსაჯებზე ქილიკს ჯობია თავის გუნდზე ინერვიულონ, მესი ბერდება და აღარ შეუძლია ბარსას კათარზისის მარტო თრევა, ძალიან დიდი ჩავარდნა ელოდებათ ჩემი აზრით.
გიორგი
18 ივლისი 2020 11:14
1
ჩინურად გათამაშებული პენალი, მიბაძეს მესი სუარესს.დ.დ.
baba
17 ივლისი 2020 16:11
12
ორი ბებრუხანას გათამაშებული პენალტი არ დაიშვას, რა სასცილოები იყვნენ. სად მესის და სუარესის ლამაზი გათამაშებული პენალტი.
ვასკა
18 ივლისი 2020 14:43
1
აქ ზოგიერთი ბარსელონას გაფანატებული ფანი ფეხბურთის მოდებაშიც არაა ისეთ კომენტარებს წერენ ან ბავშვები არიან... ბარსელონას თუ რამის ტრაკო ქონდა რეალთან თამაშში გამოჩენდა მსაჯებმა კიდევაც დაინდეს საკუთარ მოედანზე რეალმა 6 ქულა რომ არ აიღო ასე რომ ობიექტური უნდა იყო და არა უაზროდ გაფანატებული. რაც შეეხება ზიდანს მასზე ვინც იტყვის აზრე არაა არაფრისო როგორც ბენზემაზე იმან ფეხბურთი უბრალოდ არ იცის....
აკაკი
17 ივლისი 2020 15:25
3
თქვენც ხო გრანდებს მოუგეთ ათი თამაში ზედიზედო, და ის ავიწყდება ვითომ თვითონ ხო გრანდებთან გააგორეს ფრეები და ვაბშე წააგეს 10 კაციან ოსასუნასთან :):):):):)
sormona
17 ივლისი 2020 13:56
1
რეალის ჩემპიონობა დამსახურებულია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ეს ყველაფერი მოხდა ბარსელონას აშკარად ჩაგდებული სეზონის გამო. დღევანდელი ბარსელონა ლალიგის ერთი საშუალო გუნდია, რომელსაც სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. გუნდი ძალიან ხანდაზმულია. დინამიკა არ უვარგა. ნახევარდაცვაში უამრავი წუნია. ბარსელონას ცნობილი მოკლე და უზუსტესი პასები დაიკარგა. მესი კიდევ მარადონა არ არის, მარტომ რომ მოიგოს ჩემპიონატი. ჩავიმ ერთხელ აღნიშნა: გვარდიოლას თამაშის სტილში მთავარი ტიკი-ტაკა კი არ არის, არამედ ის, რომ თითოეულ ბურთიან ფეხბურთელს მინიმუმ 3 (!) პარტნიორი უნდა ჰყავდეს გახსნილი, რომ მოწინააღმდეგემ ვერ გამოიცნოს პასის მიმართულება და პრესინგს არ მიმართოსო. დღევანდელი ბარსელონით ამის გაკეთება წარმოუდგენელია. ფაქტიურად მესის, ტერ შტეგენისა და დე იონგის გარდა ყველა გასაშვებია. ლალიგის ასეთი დასრულება შეიძლება უკეთესიც იყოს, რომ მომავალი სეზონიც ილუზიებით არ დაიწყოს. ბოლოსდაბოლოს ლალიგას ამ ორი გუნდის ისტორიული დაპირისპირება ალამაზებს.
დობო
17 ივლისი 2020 13:00
4
იმაში გეთანხმები რომ ბარსას ჩაგდებულმა სეზონმა გარკვეულწილად განაპირობა რეალის ჩემპიონობა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში რეალმა რომ ზედიზედ 10 თამაში მოიგო ბარსას ჩავარდნა არაფერ შუაშია და რეალის კონცენტრაციასა და სიძლიერეზე მეტყველებს
sormona
17 ივლისი 2020 13:48
1
რა იყოთ თქვე კაი ადამიანებო, არ შგეძლოთ ჩვენთვისაც გადაგეხადათ მადლობა? როგორ დაგეხმარეთ და ასე გვიხდით მადლობას? ვარი, მსაჯები, პენალტები.
რეალის უმადურ ფანებს.
17 ივლისი 2020 12:11
12
ღიმილი შენ :):):)
sormona
17 ივლისი 2020 13:53
1
ზიდანს მეორე მაგარი კაცი კრიშტიანო რომ ყავდეს ჩ.ლ.-ს მეოთხედ აიღებდა.
მაგარი კაცი
17 ივლისი 2020 11:22
5
ბორსასუნა,სირცხვილზე სირცხვილია,მარა რად გინდა,მაინც ვერა რა!!
„vari“
17 ივლისი 2020 11:19
3
ტროფეი ანუ ტიტული!!!
სააკაძე
17 ივლისი 2020 10:33
0

სიახლეები პოპულარული