"რეალი" 34-ედ გახდა ჩემპიონი - "ბარსელონამ" თავი შეირცხვინა [VIDEO]

AutoSharing Option
ლა ლიგის ბოლოსწინა, 37-ე ტურში "რეალმა" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა "ვილიარეალი" და ოქროს მედლებს ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე დაეუფლა.

ჩემპიონობა პირველმა "რეალს" "ბარსელონამ" მიულოცა

ვერ ვიტყვით, რომ "სამეფო გუნდი" შთამბეჭდავად თამაშობდა, მაგრამ მისი კლასი მუდამ იგრძნობოდა, ძალიან სტაბილური გახლდათ და სეზონის რესტარტის შემდეგ ათივე მატჩში გამარჯვება იზეიმა.

საინტერესო მომენტი მოხდა მეორე ტაიმში, როდესაც სერხიო რამოსმა თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, ბურთი ბენზემას გაუთამაშა და მან გაიტანა, მაგრამ საჯარიმოში ადრე შეირბინა და მსაჯმა პენალტი ხელახლა დაარტყმევინა. ამჯერად თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან ბენზემა მივიდა და დუბლი
შეასრულა. მან ამ სეზონში ჩემპიონატზე 21 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირ მესის 2 გოლით ჩამორჩება.

"ბლანკოსს" უკანასკნელ 5 მატჩში მსაჯებმა 4 პენალტი დაუნიშნეს.

მადრიდულმა გუნდმა 91-ე ტროფეი მოიგო და "ბარსელონას" დაეწია - 11 მათგანი ზიდანის ხელმძღვანელობით მოიგო.

რეალი - ვილიარეალი 2:1
გოლები: 1:0 ბენზემა (29), 2:0 ბენზემა (78, პენ), 2:1 იბორა (83)

"ბარსელონა" კი სახლში მოულოდნელად დამარცხდა "ოსასუნასთან", რომელიც შეცვლაზე შესული გალიეგოს პირდაპირი წითელი ბარათით გაძევების გამო 75-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა.

მესიმ პრიმერას მიმდინარე გათამაშებაზე საჯარიმოდან მეხუთედ გაიტანა გოლი და ამ მაჩვენებლით ტოპ 5 ჩემპიონატის ლიდერია. მან ამ სეზონში თავისი გუნდის მიერ ყველა ტურნირზე 48 შეხვედრაში გატანილი 100 გოლიდან 51-ში მიიღო მონაწილეობა - 28 გოლი და 23 საგოლე გადაცემა.

"ბარსა" სახლში უკანასკნელად 2018 წლის ნოემბერში დამარცხდა - "ბეტისთან", რომელსაც მაშინ სეტიენი ედგა სათავეში.

ბარსელონა - ოსასუნა 1:2
გოლები: 0:1 არნაისი (16), 1:1 მესი (62), 1:2 რობერტო ტორესი (90+4)
გაძევება: გალიეგო (75)

alt"რეალმა" გულშემატკივრებს მოუწოდა, ჩემპიონობა ცენტრალურ მოედანზე არ იზეიმონ
მკითხველის კომენტარები / 17 /
როდესაც ზიდანი დაბრუნდა ყველა აკრიტიკებდა ბარსელონას ფანები თუ ვითომდა ზიდანის ფანებიც კი შეცდომა დაუშვაო დაბრუნებითო ერთ წყალში არ უნდა შეცურო ორჯერ და რაღაც მსგავს სისულელეებს..მე მაშინ დავწერე ზიდანს რეალი უყვარს და არ უღალატა გასაჭირში, რონალდოს გარეშეც მიაღწევს შედეგსთქო აგერ ნახავთ თუ არათქო და ასეც მოხდა ორი ტიტული მოიგო და სიტისგანაც სათამაშოა არავინ იცის რა მოხდება.ახლა არ დაიწყოთ ვაარიო და ასეშემდეგ ვაარის გადაწყვეტილებების გარეშეც რეალს იმდენივე ქულა ექნებოდა რაც აქვს წაიკითხეთ ეს სტატია და ანალოგიურად ბარსელონასაც...ზიდანი ჩემთვის პირველია როგორც ფეხბურთელი ასევე მწვრთნელი ის ნამდვილი ლიდეროა და რაც მათავარია პიროვნება...მაინტერესებს უგო გატი რას დაწერს კოდევ ფეხბურთის არაფერი გაეგება ზიდანსო ...მესის ზამენაზე ვამყოფებდიო რომელიც ან გოლს გოლებს იტანს ან საგოლე გადაცემას გადაცემებს აკეთებს...ვულოცავ რეალის ყველა ფანს ჩემპიონობას მბაპეს ხილვას ვუსურვებდი მალე...
აკაკი
01:24 17-07-2020
5
მეც მახსოვს როგორ ჭორაობდნენ და ქირქილებდნენ ბარსას ფანები ზიდანის დაბრუნებაზე, აქაც რონალდოც აღარ ყავთ და ის იყო მთელი გუნდიო, პერესსაც გაკრეს კბილი წუწურაქია ფული დაზოგა და ამ გუნდით რა უნდა გააკეთოსო.... ა ბატონო თქვენ მესი გყავთ და ჩვენ რონალდო გავუშვით, თითქოს ეჭვიც არ გეპარებოდათ ჩემპიონობაში მაგრამ დაამტკიცა კაცმა რო სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მოვიდა ზიდანი და დაო ჩემპიონობა!!! იძახეთ ახლა ვარივარიო და არ გაიხსენოთ ფრეები და ათკაციანი ოსასუნები...
sormona
10:03 17-07-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული