მესი: ასევე თუ გავაგრძელებთ, "ნაპოლისთან" წავაგებთ

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლეო მესიმ "ოსასუნასთან" საკუთარ მოედანზე 1:2 წაგების შემდეგ მოკლე და მრავლისმთქმელი კომენტარი გააკეთა.

"რომა", "ლივერპული"... ფანები მოთმინებას კარგავენ, რადგან ჩვენ მათ არაფერს ვაძლევთ.

თუ გვინდა ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ, ბევრი რამ უნდა შეიცვალოს. ასევე თუ გავაგრძელებთ, "ნაპოლისთან" დავმარცხდებით.

"რეალმა" თავისი საქმე გააკეთა. ჩემპიონატის განახლების შემდეგ ქულებს არ კარგავდა. ჩემპიონობის მოპოვებაში ჩვენც დავეხმარეთ.

ჩვენ "ბარსელონა" ვართ, ყოველი შეხვედრა უნდა მოვიგოთ. თვითანალიზი გვჭირდება. "ბარსელონა" არ იყო სტაბილური. ქულები მოსაგებ მატჩებში დავკარგეთ", - განუცხადა მესიმ "მუნდო დეპორტივოს".

ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლისა" და "ბარსელონას"
პირველი მატჩი 1:1 დასრულდა, განმეორებითი შეხვედრა კი 8 აგვისტოს "ნოუ კამპზე" გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ბარსას პრობლემების სათავე არის მესის დაღმასვლა !!!! ეს ის მესი აღარააა დადის სტადიონზე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით !!!
რეალისტი
11:21 17-07-2020
9
თქვენი მოსაწონი მწვრთვნელი ვეღარ მოიძებნა ვერც არგენტინის ნაკრებში და ვერც ბარსაში.იქნებ იმაშია საქმე რომ გუნდს ლიდერი ვერ ლიდერობს.
მოცეკვავეს კვერცხები უშლის.
11:16 17-07-2020
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული