სეტიენი: მეგონა, "რეალი" თამაშს გააფუჭებდა, ჩემპიონთა ლიგაზე სხვა "ბარსელონას" იხილავთ

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა "ოსასუნასთან" 1:2 მარცხის შემდეგ მატჩი შეაჯამა და მომავალზე ისაუბრა.

"ეს საწყენი და უსიამოვნოა. უსამართლო მარცხი იყო. ძალიან გვიჭირდა "ოსასუნას" კართან მიახლოება. მოწინააღმდეგე საჯარიმოში იდგა და შეტევის ზონებს ვერ ვაკონტროლებდით. განსაკუთრებით გვიჭირდა კონტრიერიშების შექმნა.

არ ველოდი, რომ რომელიმე გუნდი სეზონის განახლების შემდეგ ყველა მატჩს მოიგებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, "რეალი" ახლოს არის ასეთ მიღწევასთან. "ოსასუნასთან" მარცხი ნამეტანია. ამ თამაშში ის ვნახეთ, რაც სხვა დანარჩენში.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ სრულიად სხვა გუნდად გადავიქცევით. ბოლომდე დავიხარჯებით და ჩემპიონთა
ლიგაზე მაქსიმალური გარანტიებით დავბრუნდებით", - ისაუბრა კიკემ.

შეგახსენებთ, გუშინ, 16 ივლისს, მადრიდის "რეალი" ესპანეთის ჩემპიონი გახდა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ამ კაცის სიტყვებზე,უკვე ვგიჟდები.საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე ანეგდოტს მაგონებს,ჩასვრილია და მაინც იცინისო.წინა ინტერვიუში ამბობდა,ამ სეზონში ბევრის მიღწევა შეიძლებაო და მართლაც ყველაფერს მიაღწია.ჩემპიონთა ლიგა დარჩა ერთი და იქაც მიაღწევს,ბარსას სამარცხვინოდ გამოვარდნას.მერე კი დაიწყება ახალი სეზონი და თუ ბარტომეუ,ამასთან ერთად დარჩა გუნდში,ლა ლიგაში დასარჩენად მოუწევს ბრძოლა ბარსელონას.ალბათ იქაც წარუმატებლად.
სოსო
11:47 17-07-2020
2
barsas darxeuli aq am prezidentis da mwvrtnelebis xelshi
kargi ra
21:31 17-07-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული