"ბარსელონა" კატასტროფის წინაშე - ბარტომეუ სეტიენს შეხვდა, "ბარსას" "ნაპოლისთან" დამარცხება რეალურია

AutoSharing Option
"ბარსელონა" ურთულეს ვითარებაში აღმოჩნდა, 2014 წლის შემდეგ პირველად ვერც ჩემპიონატი მოიგო, ვერც თასი და როგორც მისი კაპიტანი ლეო მესი ბრძანებს, თუ ასე გააგრძელეს, ჩემპიონთა ლიგიდან "ნაპოლი" გამოაგდებს. მართალია, პირველი 1/8-ფინალური მატჩი ნეაპოლში 1:1 დასრულდა და განმეორებითი "კამპ ნოუზე" ჩატარდება, მაგრამ ცარიელ სტადიონზე თამაში ფაქტიურად ნეიტრალურ მოედანზე თამაშია და "ბარსამ" საკუთარი მოედნის უპირატესობა დაკარგა, სადაც ამას წინათ თვით "ოსასუნამაც" კი სძლია. ჯენარო გატუზოს გუნდი კი მოგეხსენებათ, საჩუქარი არავისთვის არ არის და ამის ნათელი დადასტურება იტალიის თასის მოპოვებაა.

გეხსომებათ უთუოდ, "ბარსელონას" პრეზიდენტი
ჟოზეპ ბარტომეუ გუნდის მწვრთნელ კიკე სეტიენს სახლში რომ ეწვია და უთხრა, მომავალ სეზონშიც შენ იქნები მწვრთნელიო. დაიმედებულმა სეტიენმა "ოსასუნასთან" შეხვედრამდე ჟურანლისტებს განუცხადა, გაისამდე არსად არ ვაპირებ წასვლასო, თუმცა მას შემდეგ საქმის ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა და კატალონიური "სპორტის" ცნობით, ბარტომეუსა და სეტიენის განმეორებითი, რიგგარეშე შეხვედრა შედგა. როგორც იცით, მომავალი წლის ზაფხულში კლუბის პრეზიდენტის არჩევნებია და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ბარტომეუს სავარძელი გვარიანად შერყეულია.

მოკლედ, სეტიენმა ამჯერად მიიღო გარანტია, რომ გუნდს მხოლოდ ამ სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს.

"ბარსელონას" ყოფილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რივალდომ განაცხადა, რომ ძალიან შეშფოთებულია, რამეთუ "ნაპოლისთან" წაგების საფრთხე რეალურია, გულშემატკივრები და პრესა იმედგაცრუებულია და მწვრთნელი ახლავე გადასაყენებელია.

შეგახსენებთ, "ბარსელონასა" და "ნაპოლის" დაპირისპირება 8 აგვისტოს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ძირეული ცვლილებებია საჭირო.. ან ამ ნაპოლის რომ გაცდნენ ეს ბარსა მოიგებს ლიგას? აბსურდად მეჩვენება..
ბარსას ფანი
12:34 18-07-2020
3
მხოლოდ მწვრთნელი?ბარტომეუა გასაგდები დაუყოვნებლივ.მაგის ხელში აუცილებლად გავარდება ბარსა.ხვალვე სხვა რომ მოვიდეს,მაშინაც კი თითქმის განწირული ჩანს კლუბი.
სოსო
16:12 18-07-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული