"ბარსელონას" მწვრთნელობის ახალი კანდიდატი ცნობილია

AutoSharing Option
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონას" აკადემიის დირექტორი პატრიკ კლუივერტი, რომელიც "ბლაუგრანას" რიგებში 1998-2004 წლებში თამაშობდა, გუნდის მთავარი მწვრთნელობის კანდიდატია.

წყაროს ცნობით, პატრიკის კანდიდატურას მხარს "ბარსელონას" ფეხბურთელები უჭერენ. 44 წლის ნიდერლანდელში ლიდერსოა და კატალონიური კლუბისათვის შესაბამის პერსონას ხედავენ.

ამჟამად, "ბარსას" სათავეში ენრიკე სეტიენი უდგას, რომელიც აღნიშნულ პოსტზე იანვარში დანიშნეს. 61 წლის სპეციალისტის ბედი კლუბის პრეზიდენტ ხოსეპ ბართომეუზეა დამოკიდებული.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ ცნობილმა პორტუგალიელმა აგენტე ჟორჟე მენდეშმა კატალონიელებს მთავარი მწვრთენლის პოზიციაზე საფრანგეთის ნაკრებისა და პსჟ-ს ყოფილი დამრიგებელი ლორან ბლანი შესთავაზა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
რაიკაარდს, რატო არავინ ახსენებს? თუ დავად არ უნდა მწვრტნელობა? მარტო ბარსას არ ვგულისხმობ ზოგადათ რატომ არავის აყავს?
0
ბლანი გაფუჭებით არაფერს გააფუჭებს,თუ ბევრი არ გააკეთა.მშვენიერი ვარიანტია ბარსასთვის,თან უმუშევარია.აი კლუივერტის რა მოგახსენოთ.
Master
16:49 19-07-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული