კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი მცველი, ბრაზილიელი დანი ალვესი კლუბის ამჟამინდელ პრობლემებზე საუბრობს. მიმდინარე სეოზნში "ბარსამ" ვერ შეძლო ლა ლიგის მოგება, ხოლო ესპანეთის თასიდან გავარდა.
"დღეს "ბარსელონას" აკლია იდენტურობა, რომელიც რონალდინიოს, ან ჩემ დროს ჰქონდა. ის გუნდი მინდორზე 90, 100 და 150 წუთი დომინირებდა. ახლა კი ვხედავ, რომ - "ბარსელონა" კიდევ ერთი უბრალო გუნდია.
მესი - ნამდვილი გამარჯვებულია. მას არ უყვარს წაგება. ნორმალურია, როცა მარცხზე ბრაზდება. ვხედავ, რომ მესის მხარდაჭერა აკლია. ყოველთვის ვამბობდი, რომ გუნდში
ისაა მთავარი და დანარჩენებმა ხელი უნდა შეუწყონ. ის "ბარსელონაში" ძალიან დიდი ხანია, ასე რომ კარგად იცის, რა უნდა გაკეთდეს მოგებისთვის.", - ციტირებს ალვესს Mundo Deportivo.