"ლა ლიგის" უკანასკნელ ტურში "ბარსელონამ" გასვლაზე "ალავესი" 5:0 გაანადგურა.
ასე და ამგვარად, "ბარსამ" პრიმერა 82 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა (ეს უკანასკნელ 12 წელიწადში უარესი შედეგია) და ასპარეზობას ჩემპიონთა ლიგაზე განაგრძობს - 8 აგვისტოს განმეორებით მატჩში "ნაპოლის" უმასპინძლებს. შეგახსენებთ, ამ გუნდების პირველი შეხვედრა ნეაპოლში 1:1 დასრულდა და კატალონიურ გუნდს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ნულოვანი ფრეც აძლევს ხელს.
მესიმ დუბლი შეასრულა, ჩემპიონატზე 25 გოლი გაიტანა (ალავესის კარი 9 მატჩში 10-ჯერ დალაშქრა) და ბენზემას 4 გოლით უსწრებს. ასე რომ, შეუძლია მეშვიდედ გახდეს ბომბარდირი და
რეკორდი დაამყაროს. მან ზედიზედ მე-11 ჩემპიონატში 25+ გოლი გაიტანა. ამას გარდა, 21 საგოლე გადაცემა გააკეთა და ხავის რეკორდი დაამხო. პიჩიჩი კი ლეომ მეშვიდედ მოიგო (ზედიზედ მეოთხედ) და ტელმო სარეს რეკორდი დაასამარა.
ალავესი - ბარსელონა 0:5
გოლები: 0:1 ფატი (24), 0:2 მესი (34), 0:3 სუარესი (44), 0:4 სემედო (57), 0:5 მესი (75)