Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონას" აკადემიის დირექტორი პატრიკ კლუივერტი, რომელიც "ბლაუგრანას" რიგებში 1998-2004 წლებში თამაშობდა, გუნდის მთავარი მწვრთნელობის კანდიდატია.
წყაროს ცნობით, პატრიკის კანდიდატურას მხარს "ბარსელონას" ფეხბურთელები უჭერენ. 44 წლის ნიდერლანდელში ლიდერსოა და კატალონიური კლუბისათვის შესაბამის პერსონას ხედავენ.
ამჟამად, "ბარსას" სათავეში ენრიკე სეტიენი უდგას, რომელიც აღნიშნულ პოსტზე იანვარში დანიშნეს. 61 წლის სპეციალისტის ბედი კლუბის პრეზიდენტ ხოსეპ ბართომეუზეა დამოკიდებული.
ასევე, ცნობილი გახდა, რომ ცნობილმა პორტუგალიელმა აგენტე ჟორჟე მენდეშმა კატალონიელებს მთავარი მწვრთენლის პოზიციაზე საფრანგეთის ნაკრებისა და პსჟ-ს ყოფილი დამრიგებელი ლორან ბლანი შესთავაზა.