კაპელო: "რეალმა" "ბარსელონას" მონოპოლია დაასრულა, სეტიენის დროს გუნდი დაიქცა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოფილი მწვრთნელი ფაბიო კაპელო "თეთრების" ჩემპიონობაზე საუბრობს.

"რეალი" დამსახურებულად გახდა ჩემპიონი. მათ საუკეთესო ფეხბურთი აჩვენეს, იტანდნენ ბევრ გოლს და უშვებდნენ - ცოტას. მადრიდელებმა "ბარსას" მონოპოლია დაასრულეს და მათი დაღმასვლა კარგად გამოიყენეს. მაგრამ ერთ მომენტს ნათელი უნდა მეფინოს: "რეალმა" ტიტული მოიგო საკუთარი დამსახურებით და არა მოწინააღმდეგის შეცდომების გამო.

"ბარსელონა" ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. არ მესმის კრახი როგორ განიცადეს. ერნესტო ვალვერდეს წასვლა ჩემთვის გასაოცარი იყო. შემდეგ მოვიდა კიკე სეტიენი, რომელსაც სპეციფიკური ფილოსოფია აქვს და გუნდი დაიშალა. მათ ბევრი კარგი მოთამაშე
ჰყავთ, თუმცა უმეტესობა უკვე ასაკშია. "ბარსელონას" ძალიან რთული სიტუაცია აქვს, თუ მოკლე და საშუალო პერსპექტივაში განვიხილავთ." - ციტირებს კაპელოს Marca.

მკითხველის კომენტარები / 17 /
Tu archevani or gunds shoris midgeba me piradad barsa ufro mesimpatiureba, magram... sezonis meore nacilma achvena rom reali uketesi gundi iyo im momentistvis. Es klasikoshic gamochnda,sadac realma pircmindad daamarcxa barsa. Reali da msajoba araxali temaa, tumca barsas qulebis dakargvas msajebs ver davabralebt. P.s armomeconeba tumca vfiqrob rom reali momaval cels ligis mtavari favoriti iqneba.
Milani
00:11 11-08-2020
0
მაგაში მართალი ხარ კაპელო რო გადაიწვა ბარსა მაგრამ იმაში ნაღდად ცდები რეალის დამსახურებაა რომ მოიგესო. ბარსას რომ ნორმალური მენეჯმენტი ჰყოლოდა და არ გაეშვა შუა სეზონში ვალვერდე ლიგას აუცილებლად მოუგებდა და არ გადაჰყავდა იმ ქულებს რაც სეტიენმა ქნა ეს ზოგადად ს..ი პრეზიდენტის ბრალია რომელმაც გრანდი დაამსგავსა მაჩანჩალა გუნდს.რაც შეეხება რეალს თუ ასე გაგრძელდა მარტო სიმეონე თუ გაუწევს წინააღმდეგობას ესეთ სიტუაციაში დღევანდელი სიტუაცია ესე ჩანს
თემური
22:25 26-07-2020
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული