სუარესმა ბექჰემის "ინტერში" გადასვლა არ ისურვა

AutoSharing Option
მაიამის "ინტერი", რომლის თანამფლობელი "მანჩესტერისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემია, "ბარსელონას" თავდამსხმელ ლუის სუარესის სამსახურით დაინტერესდა.

სუარესს "ბარსასთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და მას წინადადებით "ინტერმა" მიმართა, - იტყობინება "მუნდო დეპორტივო".

თუმცა სუარესმა ამ ეტაპზე აშშ-ში კარიერის გაგრძელებაზე უარი განაცხადა და სავარაუდოდ, კატალონიურ კლუბთან ხელშეკრულების ავტომატურად გახანგრძლივების იმედი აქვს. ამისათვის მან მომავალი სეზონის მატჩების 60%-ში უნდა მიიღოს მონაწილეობა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" მზადაა სუარესი "ინტერში" უფასოდ გაუშვას.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბექჰემ! სუას თავი დაანებე, არსადაც არ ვუშვებთ ბარსადან.
2
სუარესი რომ გაუშვას,უკეთესი ვინღა უნდა მიიყვანოს ბარსელონამ?თუმცა თუ ბარტომეუ დარჩა,სუარესიც და მესიც,ალბათ გაიქცევიან.სხვებთან ერთად.
სოსო
08:40 30-07-2020
0

სიახლეები პოპულარული