ვიდალი: ხამესს თავისუფლად შეუძლია "რეალის" სასტარტოში ითამაშოს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა "რეალის" შემტევ ხამეს როდრიგესის მომავალზე ისაუბრა.

"ჩვენ ძმები ვართ, საოცარი მეგობრობა გვაქვს. პირდაპირები ვართ და ეს მწვრთნელებთან პრობლემებს გვიქმნის. ის საკმაოდ კარგი ფეხბურთელია და "რეალის" ძირითად შემადგენლობაში თავისუფლად შეუძლია ითამაშოს. არ ვიცი, ამას რატომ არ აკეთებენ.

იმედია, საუკეთესო გადაწყვეტილებას მიიღებს და სტაბილურად ითამაშებს. ხამესს უნდა, ითამაშოს და ფეხბურთით სიამოვნება მიიღოს. ყოველდღე ვარჯიშობს, რათა საუკეთესო იყოს. მისი დროც მოვა", - ციტირებს ვიდალს Winsports-ი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხამესს "რეალის" დატოვება სურს და აქტიურად ეძებს ახალ გუნდს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული