Onet Sport-მა მადრიდის "რეალის" მიერ 2013 წელს მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელი ფორვარდისთვის, რობერტ ლევანდოვსკისათვის შეთავაზებული კონტრაქტის დეტალები გაასაჯაროვა. მაშინ ფეხბურთელი დორტმუნდის "ბორუსიას" ღირსებას იცავდა.
წყაროს ცნობით, პოლონელი "რეალში" გადასვლის შემთხვევაში ბონუსის სახით 10,9 მილიონ ევროს მიიღებდა. "სამეფო კლუბი" ფორვარდს 6-წლიან კონტრაქტს სთავაზობდა და წლიურად 8,6 მილიონ ევროს გადაუხდიდა.
ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყო ის საქმიანობები, რომლებზეც ლევანდოვსკის "რეალში" გადასვლის შემთხვევაში უარი უნდა ეთქვა. მათ სიაში შედიოდა: მოტოციკლით გადაადგილება, თხილამურებით სრიალი, მოტორიანი ნავით სეირნობა, პარაპლანით ფრენა და კლდეზე ცოცვა.
2014 წელს კი რობერტი მიუნხენის
"ბაიერნის" რიგებში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და გერმანულ გრანდში 2023 წლამდე დარჩება.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით