"ბარსელონამ" 31 მილიონად შეძენილი ნახევარმცველი 60 მილიონად არ გაყიდა

AutoSharing Option
კატალონიური "სპორტის" ცნობით, "ბარსელონამ" 20 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი ფრანსისკო ტრინკაუ პრემიერლიგის ერთ-ერთ ტოპ-კლუბს 60 მილიონ ევროდ არ მიჰყიდა.

გამოცემის მტკიცებით, "ბარსა" მომავალ სეზონში განახლებულ გუნდში მას ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად განიხილავს.

კატალონიურმა კლუბმა ტრინკაუ ზამთარში "ბრაგასგან" 31 მილიონად შეიძინა და იჯარით მისსავე გუნდში დატოვა, სადაც პორტუგალიის ჩემპიონატის 27 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული