ლეგენდა ფეხბურთიდან წავიდა!

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და "პორტუს" ყოფილმა მეკარე იკერ კასილასმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერას 39 წლის ასაკში ასრულებს.

კასილასის ფეხბურთიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ზამთარში გავრცელდა. 2019 წლის მაისში იკერმა ინფარქტი გადაიტანა და კარიერის დასრულების მიზეზიც ეს გახდა. ბოლო ინფორმაციით, კასილასი "რეალში" დაბრუნდება და პრეზიდენტის მრჩეველი გახდება.

იკერი მადრიდული გრანდის აღზრდილია და "თეთრების მაისურით" 1998-2005 წლებში თამაშობდა. "სამეფო კლუბთან" ერთად იკერმა 18 ტიტული მოიგო, რომელთა შორის ესპანეთის ჩემპიონის 5 ჯილდოა, ქვეყნის ორი თასი და 3 ჩემპიონთა ლიგა.
"პორტუსთან" ერთად ლეგენდარულმა მეკარემ ორჯერ მოიპოვა პორტუგალიის ჩემპიონობა, თითოჯერ ქვეყნის თასი და სუპერთასი.

ესპანეთის ეროვნულ გუნდში კასილასი 2000-16 წლებში გამოდიოდა. ნაკრებთან ერთად იკერმა 2-ჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონატი და ერთხელ მსოფლიო თასი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
კიდევ ერთი ლეგენდა ტოვებს აქტიურ სპორტს და გვიტოვებს ლამაზ მოგონებებს.წარმატებებს ვუსურვებ მომავალშიც და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება.ის ხომ გულით და სულითაა ჩემპიონი.სხვანაირად არ შეუძლია.
სოსო
05 აგვისტო 2020 09:10
0
მართლაც ლეგენდაა!!! რეალში 2015 წლამდე თამაშობდა და არა 2005 მდე
ბექა
04 აგვისტო 2020 18:37
0
მე საკუთარ თავზე გავბრაზდი, რომ ვერ გავიხსენე 2005ის შემდეგ სად თამაშობდა
დათო
05 აგვისტო 2020 11:09
0
Gaumarjos gmertma. Ar arsebobs turniri fexburtshi romelshic monacileoba miogo da armougia, 2 evropis, msoflios da orgzis ligis chempioni. Es daujerebeli migcevaa. Laligebs da tasebs da supertasebs ar vixseneb. Ver vixseneb ufro scored.
Milani
04 აგვისტო 2020 18:29
0
ამდენი ავადმყოფობის შემდეგ რეალში პრეზიდენტის მრჩევლად დაბრუნება თუ ფეხბურთიდან წასვლაა... დაიცა, რეალს სპორტის ყველა სახეობაში ჰყავს მინიმუმ თითო გუნდი და ნეტა, ბალახის ჰოკეიში ხომ არ შეტოპა იკერამ?!...
მ.ტ.
04 აგვისტო 2020 17:14
20
რა სიბრძნე დაახეთქე, გაკვირვებული ვარ
Megreli
04 აგვისტო 2020 21:56
1

სიახლეები პოპულარული