მადრიდის "რეალისა" და "პორტუს" ყოფილმა მეკარე იკერ კასილასმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერას 39 წლის ასაკში ასრულებს.
კასილასის ფეხბურთიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ზამთარში გავრცელდა. 2019 წლის მაისში იკერმა ინფარქტი გადაიტანა და კარიერის დასრულების მიზეზიც ეს გახდა. ბოლო ინფორმაციით, კასილასი "რეალში" დაბრუნდება და პრეზიდენტის მრჩეველი გახდება.
იკერი მადრიდული გრანდის აღზრდილია და "თეთრების მაისურით" 1998-2005 წლებში თამაშობდა. "სამეფო კლუბთან" ერთად იკერმა 18 ტიტული მოიგო, რომელთა შორის ესპანეთის ჩემპიონის 5 ჯილდოა, ქვეყნის ორი თასი და 3 ჩემპიონთა ლიგა.
"პორტუსთან" ერთად ლეგენდარულმა მეკარემ ორჯერ მოიპოვა პორტუგალიის ჩემპიონობა, თითოჯერ ქვეყნის თასი და სუპერთასი.
ესპანეთის ეროვნულ გუნდში კასილასი 2000-16 წლებში გამოდიოდა. ნაკრებთან ერთად იკერმა 2-ჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონატი და ერთხელ მსოფლიო თასი.