"ბარსელონას" კაპიტანმა ლიონელ მესიმ იკერ კასილასის კარიერის დასრულებაზე კომენტარი გააკეთა.
"იკერი დღეს კარიერას ასრულებს, თუმცა ფეხბურთის ისტორიაში დიდი ხნის წინ შევიდა. არა იმიტომ, რომ ის ლა ლიგის ეტალონი იყო, არამედ საერთაშორისო დონეზე მან ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა."
შემდეგ ლეომ თვითონ კასილასს მიმართა:
"დაუჯერებელი მეკარე ხარ. სიმართლე ისაა, რომ მიჭირდა შენ წინააღმდეგ თამაში.
მაგრამ ახლა, როცა უკან ვიხედები, ვხვდები, რომ ეს იყო ბრწყინვალე მეტოქეობა, რომელიც ყოველ ჯერზე განვითარებაში გვეხმარებოდა, როცა მოედანზე ერთმანეთის პირისპირ გავდიოდით."